weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

როცა ნეიტრალურმა შვეიცარიამ სანქციებს მხარი დაუჭირა, რას ელოდებიან სხვა ქვეყნები? – ზელენსკი

12:18 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის ერთიანობა ახალ დონეზე აიყვანა „უფრო მაღლა ვიდრე ფორმალური და სახელმწიფოთაშორისი დონეებია“.

„ჩვენ ევროკავშირი გავაერთიანეთ ხალხის დონეზე. როდესაც ევროპარლამენტი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს ჩვენ, ჩვენს თავდაცვას, ეს იყო ჩვენი ძალისხმევის შეფასება, ჩვენი გაერთიანების. ამიტომ, ევროკავშირი გვეუბნება „კი-ს“. ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა. ჩვენი დიპლომატები და მეგობრები მსოფლიოს უკრაინის გამო აერთიანებენ. 

ნეირტალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა რუსი ოლიგარქებისა და რუსი თანამდებობის პირების, სახელმწიფოს და მისი კომპანიების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშინ, რაღას ელოდებიან ზოგიერთი სხვა ქვეყნები? 

ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომელთა იმედი რუსეთს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ჰქონდა. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა არ შეიძლება ნეიტრალური დარჩეთ!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინელები უძლეველობის სიმბოლო არიან.

„და რა შედეგი აქვს რუსეთს? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დახურული იქნება. რუსულ საქონელ მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან იღებენ. რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები კი კარგავენ შვილებს მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. დაფიქრდით ამ რიცხვზე: დაახლოებით 6 ათასი დაღუპული რუსი სამხედრო ექვსდღიანი ომის შემდეგ და ეს წუხანდელი მსხვერპლის დათვლის გარეშე. 6 ათასი რაღაცის მისაღებად? უკრაინის მისაღებად? ეს შეუძლებელია. შეუძლებელია რაკეტებით, ბომბებით, ტანკებით, ნებისმიერი დარტყმით. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის მათ საერთაშორისო ტრიბუნალი ელით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]