weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

იანუკოვიჩი მინსკშია და კრემლი სპეცოპერაციისთვის ამზადებს – „უკრაინსკაია პრავდას“ წყარო

14:15 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს, კერძოდ, აპირებს ის „უკრაინის პრეზიდენტი“ გახადოს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ მათ უკრაინის დაზვერვის თანამშრომელმა უთხრა. 

„ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, იქ შეეცდებიან მისი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას. 

მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის შესაძლო მომზადებაზე ან ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების აქციაზე ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნებაზე“, – წერს გამოცემა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას და ზელენსკის მთავრობის დამხობას. 

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც 2013 წლის ნოემბრიდან კიევის ცენტრში, „მაიდანზე“ დაწყებული რევოლუცია გამარჯვებით დასრულდა. იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნეს ქვეყნის ღალატასა და მის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში უცხო სახელმწიფოს, კერძოდ რუსეთის დახმარებაში. 2019 წელს მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მთავარი სამხილი მის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მიწერილი წერილი იყო. 2014 წლის 1 მარტს იანუკოვიჩი პუტინს სთხოვდა გამოეყენებინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში „კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის აღსადგენად“. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ იანუკოვიჩი უდანაშაულო იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]