weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

უკრაინა და რუსეთი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

12:47 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 3 მარტამდე რუსეთმა დაახლოებით 9000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი ერთი კვირის განმავლობაში ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 9000
  • ტანკები – 217 
  • ჯავშანტექნიკა ‒ 900
  • საარტილერიო სისტემები – 90
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 42
  • საჰაერო-საზენიტო სისტემები – 11
  • საჰაერო ხომალდი – 30 (ინფორმაცია ზუსტდება)
  • ვერტმფრენი – 31 (ინფორმაცია ზუსტდება)
  • საავტომობილო ტექნიკა – 374
  • მსუბუქი სწრაფი კატარღა – 2
  • საწვავის ავზი – 60
  • უპილოტო საფრენი აპარატი ოპერტიულ-ტაქტიკური დონის – 3

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს მონაცემები ახლდება და გამოთვლას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია უკრაინული ჯარის დანაკარგის შესახებ, თუმცა დღეს უწყებაში განაცხადეს, რომ მთელი ე.წ. ოპერაციის განმავლობაში 1612 ობიექტს დაარტყეს, მათგან:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი – 62
  • საზენიტო სარაკეტო სისტემები – 39 
  • სარადარო სადგურები – 52 
  • საჰაერო ხომალდები – 49 მიწაზე და 13 ჰაერში
  • ტანკები და სხვა დაჯავშნული საბრძოლო მანქანები – 606
  • მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები – 67
  • საველე არტილერია და ნაღმტყორცნები – 227
  • სპეციალური სამხედრო მანქანა – 405 
  • უპილოტო საფრენი აპარატები – 53

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და ომი დაიწყო. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლება სიტყვა „ომს“ არ იყენებს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს „სპეციალური ოპერაცია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]