weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციას ბოლომდე მიიყვანს – ლავროვი

16:27 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციას ბოლომდე მიიყვანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება. 

„დემილიტარიზაცია, რომელიც ითვალისწინებს იმ შეიარაღების ინფრასტრუქტურის განადგურებას, რომელიც გვემუქრება, ბოლომდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს მოვაწერთ სამშვიდობო შეთანხმებას, ის ასეთ პუნქტს უნდა შეიცავდეს.

ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, მაგრამ ოპერაციას გავაგრძელებთ, რადგან არ შეგვიძლია უკრაინაში დავტოვოთ ინფრასტრუქტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მედიასთან. 

ლავროვის თქმით, „ოპერაციის“ შესახებ შეფასებების გაკეთება ჯერ ნაადრევია. 

„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელსაც გარკვეული მიზნები აქვს: უკრაინის დემილიტარიზაცია – იქ ისეთი შეიარაღების არ დაშვება, რომელიც შეძლება ოდესმე დაემუქროს რუსეთს; უკრაინის დენაციფიკაცია – რადგან ნიურნბერგის ტრიბუნალის განაჩენი არავის გააუქმებია და რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე“, – განაცხადა ლავროვმა. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში ე.წ. ოპერაცია იმის გამო დაიწყეს, რომ მოსკოვს ატყუებდნენ: „ჩვენ არ მივდივართ 10 000 კილომეტრის იქით ჩვენი წესებით წესრიგის დასამყარებლად. გთხოვთ, ეს გაიგოთ. ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი უბრალოდ არ ესმოდათ და გამოდის, გვატყუებდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – თქვა ლავროვმა.

უკრაინაში ომი, რასაც ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები „სამხედრო სპეცოპერაციას“ უწოდებენ, 24 თებერვალს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]