weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

რუსულმა არმიამ 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

12:56 შაბათი, 05 მარტი 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიის დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსულმა მხარემ 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, მათ მიერ განადგურებულია: 269 ერთეული ტანკი, 945 – ჯავშანტექნიკა; 105 – საარტილერიო სისტემა; 50 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 19 – საჰაერო-საზენიტო სისტემა; 39 – თვითმფრინავი; 40 – შვეულმფრენი; 409 – საავტომობილო ტექნიკა; 2 – მსუბუქი სწრაფი კატარღა; 60 – საწვავის ავზი; 3 – ოპერტიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი. 

გენშტაბი განმარტავს, რომ ეს მონაცემები ახლდება და დაანგარიშებას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

დღეს, 5 მარტს, განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მას არაფერი უთქვამს რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ. როგორც კონაშენკოვმა განაცხადა, ე.წ. სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, უკრაინული არმიის 2037 ობიექტი გაანადგურეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]