weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

დარწმუნებული ვარ, ხალხს მალე ვეტყვით: „დაბრუნდით, საფრთხე არ არსებობს“ – ზელენსკი

15:36 შაბათი, 05 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკვე მალე, შეძლებს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდოს, რადგან საფრთხე აღარ იარსებებს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მალე შევძლებთ ჩვენს ხალხს ვუთხრათ: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, შეძლეს, რომ საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი არ შექმნილიყო და ათასობით უკრაინელ ქალსა და ბავშვს ღირსეულად მოპყრობოდნენ. 

„არავინ კითხულობს, რა ეროვნების და რომელი აღმსარებლობის არიან ისინი, რამდენი ფული აქვთ. ჩვენ ფაქტობრივად აღარ გვაქვს საზღვარი მეგობარ პოლონეთთან, რადგან ორივე სიკეთის მხარეს ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება უკვე ფიქრობს, როგორ გააცოცხლოს უკრაინული ქალაქები და აღადგინოს ეკონომიკა ომის შემდეგ.

„მე ვესაუბრე მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელს დევიდ მალპასს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანხმობა არსებობს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება გადაუდებელი დახმარებისა და ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ათობით მილიარდი დოლარის შესახებ. ეს მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებებია. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ პირველი“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი მიმართვისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]