weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

რუსეთს თითქმის 10 000 დაღუპული ჯარისკაცი ჰყავს, ესენი 18 - 20 წლის ბიჭები არიან – ზელენსკი

16:15 შაბათი, 05 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსთის არმიამ 10 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ზელენსკის თქმით, დაღუპულები არიან 18-20 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც არ იცოდნენ, რატომ გაგზავნეს უცხო ქვეყანაში.

„რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ ხაზებს, მაგრამ გავიდა თითქმის 10 ათას დაღუპულ რუს ჯარისკაცზე. 10 ათასი! ეს საშინელებაა! ესენი ბიჭები არიან: 18, 20 წლის - მთლად ახალგაზრდები, თითქმის ბავშვები. ჯარისკაცები, რომლებსაც ვერ აუხსნეს, რისთვის მიდიოდნენ საომრად! რისთვის და რატომ არიან უცხო ქვეყანაში. 10 ათასი. რუსეთს ნამდვილად შეეძლო ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამ მიეცა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა მთავარ მიმართულებას ამაგრებენ: „საპასუხოდ უტევენ ოკუპანტებს ხარკოვთან, ქალაქს იცავენ. აკონტროლებენ ნიკოლაევს, კიევს, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებს, დონბასს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრანაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე, რუსეთის არმიის დანაკარგმა 10 000 ჯარისკაცს გადააჭარბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ – 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უწყების ცნობით, დაღუპული იყო 498 რუსი ჯარისკაცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]