weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

უკრაინის დელეგაციის მოკლული წევრი უკრაინის დაზვერვის დაღუპული თანამშრომლების სიაშია

01:02 კვირა, 06 მარტი 2022

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სიაშია. კარეევსა და კიდევ ორ პირს სპეციალური დავალების შესრულების დროს დაღუპულ გმირებს უწოდებენ.

„ისინი დაიღუპნენ უკრაინის დაცვისას და მათმა სამსახურმა გამარჯვებასთან დაგვაახლოვა! სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. გმირები არ კვდებიან! ისინი ცოცხლობენ მანამ, სანამ ჩვენ გვახსოვს ისინი! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, – ნათქვამია დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

მანამდე უკრაინული მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირეევი სავარაუდოდ დაკავების დროს მოკლეს და ის სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი.

დენის კირეევი 28 თებერვალს, გომელის ოლქში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]