weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

უკრაინა ომის ქარცეცხლში - The New York Times-ისა და CNN-ის ფოტორეპორტაჟები

21:03 სამშაბათი, 08 მარტი 2022

ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობასა და შიშს ებრძვიან და ამ სასტიკ ომში სიმამაცის მაგალითებს ქმნიან - ამ ადამიანებზე მოგვითხრობს გავლენიანი ამერიკული გამოცემების ფოტორეპორტაჟები.

The New York Times-ისა და CNN-ის ფოტოამბები განახლებადია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან იწყება და ყოველდღიურად ახალი ფოტოებით ივსება. ბოლო განახლება 7 მარტია, ნიკოლაევის დაბომბვის შედეგები.

ორივე რედაქცია მკითხველს აფრთხილებს, რომ ფოტოგალერეა მძიმე სანახავია. „რეგინფო“ გთავაზობთ მცირე ნაწილს The New York Times-ისა და CNN-ის ვრცელი ფოტორეპორტაჟებიდან.

უკრაინაში ომი მე-12 დღეა გრძელდება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. სამხედრო და სტრატეგიული შენობების პარალელურად რუსეთის ავიაცია რეგულარულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]