weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ამერიკული კომპანია Starbucks რუსეთში მუშაობას აჩერებს

10:47 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

ამერიკული ყავის მაღაზიათა ქსელი Starbucks რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს და ყველა მაღაზიას დახურავს, ასევე შეაჩერებს თავისი ნედლეულის შეტანას რუსულ ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. 

CNBC-ის ცნობით, Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ჯონსონმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და პირობა დადო, რომ რუსული ბიზნესიდან მიღებული შემოსავალით მტრის ალყაში მყოფ ერს დაეხმარება. 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებულ, უსამართლო და შემზარავ თავდასხმებს და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს“, – განაცხადა კევინ ჯონსონმა.

მისივე თქმით, კომპანია დახმარებას აღმოუჩენს თავის დაახლოებით 2000 თანამშრომელს რუსეთში.

მანამდე, 8 მარტს, McDonald's-მა განაცხადა, რომ რუსეთში ყველა რესტორანს დახურავს. კომპანია Coca-Cola-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, რუსეთში თავის საქმიანობას აჩერებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]