weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

24-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე პროგრესი არ გვაქვს – კულება ლავროვთან შეხვედრის შემდეგ

16:35 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

თურქეთში, ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, სამმხრივ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 24-სათიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

„მე აქ მოვედი ჰუმანიტარული მიზნით, რათა შეხვედრიდან გამოვსულიყავი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებით. სამწუხაროდ, მინისტრმა ლავროვმა თვითონ ვერ შეძლო ვალდებულების აღება, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელებს მიმოწერა შესაბამის ორგანოებთან. ასევე, ვიმსჯელეთ 24-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა გადავჭრათ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხები. ამ მიმართულებით პროგრესს ვერ მივაღწიეთ, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს რუსეთში სხვა პირები იღებენ“, – განაცხადა კულებამ.

როგორც მან მოგვიანებით, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა, ლავროვი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე სხვა ფორმატში, ბელარუსის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე უნდა იმსჯელონ.

„მისი ფართო ნარატივი იყო ის, რომ გააგრძელებენ აგრესიას მანამ, ვიდრე უკრაინა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს“, – განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ რუსეთის მოთხოვნების შესრულება უკრაინის დანებებას ნიშნავს, რაც მიუღებელია. 

„მე მჯერა, რომ როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება ერთმანეთს, მათ თავიანთი ლიდერებისგან, პარლამენტისგან აქვთ მანდატი მოილაპარაკონ მშვიდობის, უსაფრთხოების საკითხებზე. მე მზად ვარ გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შეწყვეტის და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების მიზნით“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. დღეს, 10 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]