weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ლავროვის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო სახლი რადიკალების ბაზა იყო 

18:02 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში გუშინ დაბომბილი სამშობიარო სახლის შესახებ განაცხადა, რომ იქ ულტრარადიკალური ბატალიონის ბაზა იყო. ლავროვმა დასავლური მედიასაშუალებები არაობიქტურ გაშუქებაში დაადანაშაულა. 

ლავროვის მტკიცებით, დიდი ხანია, შენობაში არც ქალები იყვნენ, არც ბავშვები და არც დაწესებულების თანამშრომლები. 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის ჰიპოთეტური შეძახილები ე.წ. მხეცობების შესახებ, რომლებიც „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“ ხორციელდება. სამი დღის წინ, 7 თუ 6 მარტს, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები, რომ

ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია აიღეს „აზოვის“ ბატალიონმა და სხვა რადიკალებმა, საიდანაც ყველა მშობიარე ქალი, ყველა ექთანი და საერთოდ მთელი მომსახურე პერსონალი გააგდეს. 

ეს იყო ულტრარადიკალური ბატალიონის „აზოვის“ ბაზა. ეს ცნობები სამი დღის წინ იყო წარმოდგენილი. ამიტომ, თავად გამოიტანეთ დასკვნები, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მთელ მსოფლიოში. ვნახე ყველა ეს რეპორტაჟები ძალიან ემოციურია, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერ სიტუაციაში მეორე მხარე, რომელიც ცდილობს ობიექტური წარმოდგენის შექმნას, არასოდეს სარგებლობს განსაკუთრებული ყურადღებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინამ 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ადგილზე გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე ჩანს განადგურებული შენობები, საიდანაც მაშველებსა და მოხალისეებს ორსული ქალები, ბავშვები და პერსონალი გამოჰყავთ. დღეს, მარიუპოლის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 3 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვიც არის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]