weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მატარებლით დაბრუნება ვერ შეძლო

18:21 კვირა, 10 სექტემბერი 2017

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკრაინაში მატარებლით დაბრუნება გადაწყვიტა, ჯერ ისევ პოლონეთში, ქალაქ პერემიშლშია. მატარებელში გამოაცხადეს, რომ ის მანამდე არ დაიძვრება, სანამ მატარებელშია მგზავრი, რომელსაც უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვს. სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მატარებლით აღარ გაემგზავრება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მოხვედრას ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან, მათ შორის, უკრაინელ ოპოზიციონერ იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან ერთად ცდილობდა.

"მატარებლის დაკავება არის კანონდარღვევა, უკრაინული და პოლონური მხარისთვის საჭიროა ეს პრობლემა გადაწყდეს. ხელოვნურად ქმნიან წინაღობას. არეულობა შექმნეს. კანონი არის, რომ ვისაც ბილეთი აქვს, მატარებელზე მოხვდეს და საზღვარზე გადავიდეს, შემდეგ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, ყველა პროცედურას, ვინ გაივლის კონტროლს და ვინ არა. ეს ყველაფერი პოლონეთის ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ გვრცხვენია ამის გამო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მატარებელი მათ გააჩერეს.

სააკაშვილმა თავდაპირველად დაანონსა, რომ უკრაინაში "კრაკოვეცის" სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდებოდა, სადაც მის დასახვედრად მხარდამჭერები შეიკრიბნენ. თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ქალაქ პერემიშლიდან მატარებლით, ე.წ. "ინტერსითით" გამგზავრებულიყო. როგორც სააკაშვილმა განმარტა, მან ეს "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით გააკეთა.

დღეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]