weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

უკრაინული მხარის ცნობით, ჩერნობაევკაში მეხუთე რუსი გენერალი მოკლეს

10:58 შაბათი, 19 მარტი 2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 მარტს, ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკას აეროდრომზე რუსული ჯარების პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევიც დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„ოკუპანტებს ან საერთოდ არ აქვთ კავშირი, ან მიაჩნიათ, რომ უკვდავები არიან. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის, რომ ჩერნობაევკას აეროდრომზე უკვე მეექვსედ გადასხეს დესანტი და მეექვსედ გაანადგურეს ის ჩვენმა სამხედროებმა. უნდა ითქვას, რომ ჩერნობაევკაში მეხუთე გენერალი გავანადგურეთ. ეს არის გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი. ერთ-ერთი რუსული არმიის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო დონბასში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა დენისენკომ.

მისივე თქმით, სულ რაღაც სამ კვირაში რუსეთმა ხუთი გენერალი დაკარგა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ მომხდარა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული რუსი გენერალ-ლეიტენენტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიას მეთაურობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]