weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჩინეთში 37 წლის გიგანტური პანდა მოკვდა

18:27 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ჩინეთში გიგანტური პანდა სახელად ბასი, 37 წლის ასაკში მოკვდა. ის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პანდა იყო, ტყვეობაში მყოფ პანდებს შორის. ბასი 4 წლის იყო, როდესაც ველურ ბუნებაში სიკვდილს გადაარჩინეს და გიგანტური პანდების ცენტრში გადაიყვანეს.

დიდი პანდა, იგივე ბამბუკის დათვი ჩინეთის სიმბოლოა და მას სახელმწიფო იცავს. დიდი ძალისხმევის შემდეგ ძუძუმწოვართა ამ სახეობას გაქრობა აღარ ემუქრება.

პანდა ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთების ცივ, ნესტიან ტყეებში ბინადრობს. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. გიგანტური პანდების უმრავლესობა დღეში დაახლოებით16 საათს კვებას უთმობს. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება დასანაყრებლად. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]