weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუმინეთში ძლიერ ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა

11:41 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

რუმინეთში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა 17 სექტემბერს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად. ქალაქ ტიმიშოარაში მამაკაცი მოგლეჯილმა აბრამ იმსხვერპლა, ბისტრიცაში - პარკის სკამმა, სხვებს კი ქალაქ ბუზიასში წაქცეული ხეები დაეცათ. 

მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, სახურავები დაუზიანდა საავადმყოფოებს, სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებს. ათობით დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.

ქარიშხალმა ასევე მძიმედ დააზიანა სერბეთისა და ხორვატიის გარკვეული ტერიტორიები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]