weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოსკოვში მიხაილ კალაშნიკოვის ძეგლი დადგეს

10:33 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ავტომატური იარაღის შემქმნელ მიხაილ კალაშნიკოვს ძეგლი დაუდგეს.

იარაღის რუსი კონსტრუქტორის ძეგლი, რომელიც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, პუშკინისა და მაიაკოვსკის მონუმენტებთან ახლოს დაიდგა, მისმა ქალიშვილმა ელენა კალაშნიკოვამ გახსნა. ცერემონიაზე, რომელსაც რუსეთის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკიც ესწრებოდა, სამართალდამცველებმა აქტივისტი ანდრეი კისელიოვი დააკავეს, რომელსაც ძეგლთან მიტანილი ჰქონდა პლაკატი „იარაღის კონსტრუქტორი - სიკვდილის კონსტრუქტორი“. ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კისელიოვი კვლავ მივიდა კალაშნიკოვის ძეგლთან და ის მეორეჯერ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მიხაილ კალაშნიკოვი 2013 წლის დეკემბერში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად მსოფლიოში, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ავტომატის (AK-47) 200 მილიონამდე ეგზემპლარი არსებობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]