weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში

12:34 პარასკევი, 31 მარტი 2017

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ალექსანდრ პეტროსიანმა მშობლიური ქალაქის ფოტოდოკუმენტაციას მრავალი წელი მოანდომა. მისი კოლექცია ლამაზთან ერთად გროტესკულიცაა, იგი მნახველს უხეშ და არაპროგნოზირებად ქუჩებში ეპატიჟება და დოკუმენტური ფილმების მსგავსი კადრებით გამოირჩევა.

ფოტოჟურნალისტმა პეტროსიანმა პირველი კამერა საჩუქრად 12 წლის ასაკში მიიღო, პროფესიონალ ფოტოგრაფად კი 2000 წეს იქცა. მის მთავარ შთაგონებად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის „ჩრდილოეთის დედაქალაქად“ წოდებული მშობლიური სანკტ-პეტერბურგია. ქუჩის ფოტოგრაფს კამერა ყოველთვის თან დააქვს და როგორც წესი, შთამბეჭდავ კადრებს აფიქსირებს.

ალექსანდრ პეტროსიანის სხვა ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია მის პირად ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში - „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]