weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიციამ კატალონიის ხელისუფლების წევრები რეფერენდუმის ორგანიზებისთვის დააკავა

13:08 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ხელისუფლების სულ მცირე 12 თანამშრომელი დააკავა და რეგიონული სამინისტროს შენობაში რეიდი ჩაატარა ცალკეული მოხელეების მონაწილეობის გამო აკრძალული რეფერენდუმის ორგანიზებაში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მის მთავრობას ურყევი პოზიცია აქვს და არ დაუშვებს კატალონიაშიდამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას.

„არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დათანხმდება იმას, რაც ამ ხალხს სურს“, - განაცხადა რახოიმ და მოუწოდა კატალონიის პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონ ი კაზამაჟოს, რათა პატივი სცეს კანონმდებლობას და უარი თქვას გამოყოფაზე.

თავის მხრივ, პუჩდემონმა უკანონო უწოდა პოლიციის რეიდს და ესპანეთის ხელისუფლება დაადანაშაულა რეგიონის ავტონომიის ფაქტობრივ გაუქმებასა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებაში.

ესპანეთის მთავრობა 1 ოქტომბრისათვის კატალონიაში დანიშნულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რეფერენდუმის შესახებ.

კატალონიის ლიდერები გეგმავენ, 48 საათის განმავლობაში მიიღონ დამოუკიდებლობის დეკლარაცია, თუ რეფერენდუმზე გატანილ შეკითხვას - „გსურთ, თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა?“, - ამომრჩევლების უმრავლესობა დადებითად უპასუხებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]