weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

80 დღე დედამიწის გარშემო: შოტლანდიელი ველოსიპედისტის მსოფლიო რეკორდი

14:21 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

34 წლის შოტლანდიელმა ველოსიპედისტმა მარკ ბომონტმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა: მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მან 79 დღე და რამდენიმე საათი მოანდომა, რა დროშიც ყოველდღიურად მან საშუალოდ 386 კმ გაიარა.

მარკ ბომონტი პარიზში, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო, დათქმულ ვადაზე ერთი დღით ადრე ჩავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში არსებულ ტრიუმფალურ თაღთან ველოსიპედისტს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. გინესის რეკორდსმენი დღეში 16 საათს ატარებდა ველოსიპედს, დღე-ღამეში კი მხოლოდ 5 საათი ეძინა. რუსეთის გადაკვეთისას მარკ ბომონტი ველოსიპედით წაიქცა და სტომატოლოგიური დახმარება დასჭრიდა.

აღსანიშნავია, რომ მარკ ბომონტმა გინესის რეკორდი მეორედ დაამყარა: 2008 წელს მან იგივე მიღწევის შესრულება 194 დღეში შეძლო, შემდგომში კი მისი რეკორდი სხვამ მოხსნა (123 დღე).

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]