ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ავღანეთში შეცდომით განხორციელებულ საჰაერო დარტყმას 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა

10:21 - 02 ოქტომბერი 2017 hits 266

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საჰაერო ძალების შეცდომამ უშიშროების ძალების 10 წევრის სიცოცხლე შეიწირა. იერიში, რომლის დროს ასევე დაიჭრა ათამდე სამხედრო, ავღანეთისავე ძალების პოზიციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ის საჰაერო დარტყმისას ასევე შეცდომით მოკლეს 16 ავღანელი პოლიციელი. ორივე ინციდენტი ჰელმანდის პროვინციის გერეშკის რაიონში მოხდა, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება ინტენსიური ბრძოლები ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბ მეამბოხეებს შორის.

აშშ-ის მონაცემებით, რომლებიც წელს გამოქვეყნდა, თალიბანი აკონტროლებს, ან ცდილობს კონტროლი დაამყაროს ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ზე, უშიშროების ძალებს კი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირეებთანაც უწევთ ბრძოლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com