weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლას-ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

09:55 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

ლას-ვეგასში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბრიტანული გამოცემა „ბი ბი სის“ ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმა 64 წლის სტეფან პადოკმა განახორციელა. სროლის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი დაიჭრა.

ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ სტეფან პადოკმა ისლამი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა, ამის დამადასტურებელი არანაირი სამხილი არ წარმოუდგენია. „ბი ბი სის“ ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სასტუმროს იმ ნომერში, რომელზეც პოლიციამ შტურმი მიიტანა.

ლას-ვეგსაში მომხდარი სროლა,  რომლის შედეგადაც 59 ადამიანი იქნა მოკლული, ყველაზე მასშტაბურია აშშ-ის ისტორიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარს „წმინდა წყლის ბოროტება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნევადას შტატში ოთხშაბათს ჩავა.

ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ის ამერიკელ ხალხს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]