weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლონეთის საზღვრებთან კათოლიკეებმა ქვეყნის გადარჩენისთვის ილოცეს

11:04 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

პოლონეთში, ე.წ. ლოცვის დღეს, ქვეყნის საზღვრებთან კათოლიკეებმა პოლონეთისა და ქრისტიანული სამყაროს გადარჩენისთვის ილოცეს. დაახლოებით 3 000 კილომეტრიან საზღვარზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ეკლესიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ღონისძიებას რელიგიური ხასიათი აქვს, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ევროპაში „ისლამიზაციის“ წინააღმდეგ მიმართული აქციაა და ამ გზით ეკლესია აკურთხებს პოლონეთის ხელისუფლების უარს ქვეყანაში მუსლიმი მიგრანტების შეშვებაზე.

„პოლონეთის საზღვართან მოვედით, რათა ვილოცოთ პოლონელებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. გვინდა, რომ ჩვენი რწმენა არ გაქრეს, რომ ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ მშვიდობაში და ჩვენმა ძმებმა სხვა ქვეყნებში გაიგონ, რომ ჩვენი სარწმუნოება მტკიცეა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მლოცველმა.

კათოლიკე ნაციონალისტმა აქტივისტმა, მარცინ დებოვსკიმ კი აღნიშნა, რომ პოლონეთი საფრთხეშია და ევროპაში ქრისტიანობასა და ისლამს შორის რელიგიური ომი მიმდინარეობს.

„უნდა დავიცვათ საკუთარი ოჯახები, სახლები, ქვეყანა ყველანაირი საფრთხისგან მათ შორის ჩვენი საზოგადოების დექრისტიანიზაციისგან, ევროპელ ლიბერალებს რომ სურთ თავზე მოგვახვიონ“, - ციტირებს მარცინ დებოვსკის კომენტარის სააგენტო „ფრანს პრესი“.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ლოცვის დღეს, 7 ოქტომბერს, კათოლიკეები 1571 წელს ლეპანტოსთან ბრძოლაში ოსმალების დამარცხებას და ქრისტიანობის გამარჯვებას აღნიშნავენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]