weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრისას 10 ადამიანი დაიღუპა

12:37 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ხანძარმა 1500-მდე შენობა გაანადგურა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი სანტა როზა, სადაც რამდენიმე უბანში დაიწვა კერძო საცხოვრებელი სახლები.

სტიქიის ზონიდან 20 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნაპის, სონომისა და კიდევ რამდენიმე ოლქში.

კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძრის რამდენიმე კერა 8 ოქტომბერს, საღამოს გაჩნდა და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]