weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

იულია ტიმოშენკო 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს

14:05 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

უკრაინის ოპოზიციური პარტია  „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღეს. უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ტიმოშნეკომ აღნიშნა, რომ „ქვეყანის ფეხზე დაყენებით“ პირადად უნდა დაკავდეს.

უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს ჩატარდება. გამოკითხვების თანახმად, ტიმოშენკო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პოპულარული კანდიდატია.

იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ორჯერ - 2010 და 2014 წლებში მონაწილეობდა. პირველ ჯერზე ის ვიქტორ იანუკოვიჩთან დამარცხდა, ხოლო მეორედ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან.

ამჟამად ტიმოშენკო მწვავედ აკრიტიკებს მთავრობასა და პრეზიდენტს. ის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, რომელსაც 10 სექტემებრს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთასა და უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]