weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის პარტიამ გაიმარჯვა

12:00 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

ავსტრიაში გამართულ ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებში კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ძალამ „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა, რომელსაც სათავეში 31 წლის სებასტიან კურცი უდგას.

წინასწარი მონაცემებით, „სახალხო პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 31,6 % მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, რომელსაც ხმების 26.9 % აქვს, ხოლო მესამე ადგილზეა ულტრა-მემარჯვენე ძალა „თავისუფლების პარტია“ ხმების 26 %-ით.

„სოციალ-დემოკრატების“ მთავარი წინაასაარჩევნო გზავნილი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა იყო, ხოლო დანარჩები ორი პარტია იმიგრაციისა საკითხებზე იყო ფოკუსირებული. როგორც „სახალხო პარტია“, ისე „თავისუფლების პარტია“ აცხადებდნენ, რომ არჩევის შემთხვევაში ავსტრიის საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ქვეყნიდან უკან გააბრუნებენ თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთაც სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვათ.

ამჟამად სებასტიან კურცი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრია. ის პირველი იყო ევროპაში, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 27 წლის ასაკში დაიკავა. „სახალხო პარტიის“ გამარჯვების შემდეგ კი სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა მმართველი გახდება.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდეგ პირველად, ავსტრიის მთავრობაში ულტრა-მემარჯვენეები შევლენ.

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]