weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

შოტლანდიის მთიანეთში ჩარჩენილი ოჯახი „ჰოგვორტსის ექსპრესმა“ იხსნა

11:24 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ და ჰელენ კლუეტების ოჯახს შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონში ნავით სეირნობისას ინციდენტი შეემთხვა და უკაცრიელ ხეობაში ჩარჩენილი 6 ადამიანი მატარებელმა გადარჩინა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ჰოგვორტსის ექსპრესი“ ჰარი პოტერის შესახებ შექმნილი ფილმებიდან.

კლუეტების ნავი მდინარის დინებამ წაიღო და ცოლ-ქმარსა და მათ ოთხ შვილს (6, 8, 10 და 12 წლისები) თავიანთ მანქანამდე მისაღწევად საკმაოდ სახიფათო ბილიკებზე სამი მილის გავლა მოუწევდათ. ოჯახმა რჩევისთვის პოლიციას დაურეკა, მათ კი საოცარი ამბავი აცნობეს და დასამხარებლად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს - ორთქლმავალმა სახელად The Jacobite, რომელიც დასავლეთ მთიანეთის სარკინიგზო ხაზზე მოძრაობს და გლენფინანის ვიადუკსაც გაივლის, კლუეტები შემდეგ გაჩერებამდე მიიყვანა, სადაც მამამ თავის მანქანას მიაგნო და ოჯახმა მშვიდობით გააგრძელა გზა.

„ნავის დაკარგვა, რა თქმა უნდა მეწყინა, მაგრამ ერთ რამედ ღირდა ბავშვების სახის დანახვა ორთქლმავლის გამოჩენისას, როდესაც მატარებელი ზუსტად მათ წინ გაჩერდა და სახეები სიხარულით გაუნათდათ, მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა“ - განაცხადა მისტერ კლუეტმა.

„ჰოგვორტსის ექსპრესს“ ექსკურსიებისთვის იყენებენ, რადგან იგი ჰარი პოტერის პოპულარული ფილმების მიხედვით, ყველასთვის საყვარელ მარშრუტს იმეორებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]