weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას“ 18 მილიარდი დოლარი გადასცა

12:25 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017
ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას“ 18 მილიარდი დოლარი გადასცა ფოტო © The New York Times

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა 18 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მისი ქონების დაახლოებით 80%-ია, ფონდ „ღია საზოგადოებას“ გადასცა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამით „ღია საზოგადოება“ აშშ-ში სიდიდით მეორე საქველმოქმედო ფონდი გახდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 40 მილიარდს განკარგავს.

„ღია საზოგადოება“ აფინანსებს ლტოლვილებს და წვლილი შეაქვს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ფონდი 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, საქმიანობს და ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი დოლარის დახმარებას გასცემს. არსებული ინფორმაციით, „ღია საზოგადოება“ გაფართოებას არ აპირებს და მის კაპიტალს უწინდებურად ჯორჯ სოროსის საფინანსო კომპანია განკარგავს.

„ღია საზოგადოების“, ე.წ. სოროსის ფონდის პირველი უცხოური ფილიალი 1984 წელს უნგრეთში გაიხსნა, ქვეყანაში, სადაც ჯორჯ სოროსი დაიბადა. „ღია საზოგადოება - საქართველო“ 1994  წელს დაფუძნდა. ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეროვნულ და ევროპულ ინტეგრაციას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და სოციალურ თანასწორობას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, რუსეთში, ფონდი „ღია საზოგადოება“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]