weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ტაჯიკეთის ხელისუფლება გეებსა და ლესბოსელებს აღრიცხავს

23:03 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ლგბტ თემის წარმომადგენლების სია შეადგინა. სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, აღრიცხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით ხდება. სიაში დაახლოებით 370 ჰომოსექსუალი და ლესბოსელია.

ტაჯიკეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 1998 წელს გაუქმდა, თუმცა ჰომოსექსუალები და სხვა სექსუალური უმცირესობები მაინც განიცდიან დისკრიმინაციას და დევნას, ხოლო ლგბტ თემის საკითხების განხილვა საზოგადოებაში ტაბუდადებულია.

უცნობია, თუ რამდენი გეი და ლესბოსელი ცხოვრობს ტაჯიკეთში. რადიო "ოზოდის" ცნობით, 2015 წელს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ მამაკაცების რიცხვი, რომელთაც სხვა მამაკაცებთან სქესობრივი ურთიერთობა აქვთ, ტაჯიკეთში 30 ათასია. ამ მონაცემებს ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]