weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

CIA-ს საწვრთნელი პროგრამიდან ძაღლი გულგრილობის გამო გაათავისუფლეს

14:01 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან (CIA) ლაბრადორის ჯიშის შავი ძაღლი სახელად ლულუ გაათავისუფლეს, რომელსაც სწავლება სპეციალური K9 პროგრამის ფარგლებში უტარდებოდა.

ლულუს ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ეპოვნა, თუმცა წვრთნამ უშედეგოდ ჩაიარა. სპეცსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ლულუ სწავლების მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენდა. დაზვერვის სამსახურში მწუხარებით აცხადებენ, რომ ლულუ ამ სამსახურისთვის შესაფერისი არ აღმოჩნდა და ის პროგრამიდან გარიცხულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი შემთხვევა ავსტრალიაშიც მოხდა, როდესაც პოლიციიდან ძაღლი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ზედმეტად მოსიყვარულე იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]