weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კალიფორნიაში ხანძარმა კლასიკური ავტომობილების კოლექციაც შეიწირა

13:28 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

კალიფორნიის შტატში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ქალაქ სანტა როზაში მცხოვრები გარი დოუერის ავტომობილების კოლექციაც შეიწირა. ევაკუაციის შემდეგ, ხანძრისგან განადგურებულ საცხოვრებელ სახლთან დაბრუნებულ კოლექციონერს მანქანებისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხებიღა დახვდა.

გარი დოუერი 20 ოქტომბერს დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და ნახანძრალი ავტომობილების ფონზე ფოტოები იმ კადრების შედარებით გადაიღო, რომლებზეც მისი კოლექციის შემადგენელი მანქანები იყო აღბეჭდილი.

გარი დოუერის კოლექციაში 70 000 დოლარად შეფასებული 1967 წლის Chevrolet Camaro, 1973 წლის MGB Roadster, 1992 წლის Dodge Stealth და 2010 წლის ლიმიტირებული ეგზემპლარი Dodge Challenger SRT8 იყო თავმოყრილი.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყანას სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]