weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხოდორკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს

13:30 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ღია რუსეთის“ დამფუძნებელი და კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, მიხაილ ხოდორკოვსკი ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და პუტინის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

ხოდორკოვსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ კენჭისყრას არჩევნებთან საერთო არაფერი ექნება, მისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ ღირს.

„საპროტესტო კენჭისყრა ნიშნავს ხმის მიცემას პუტინის ან მის მიერ შერჩეული კანდიდატის წინააღმდეგ, ნებისმიერი სხვა მისაღები კანდიდატის სასარგებლოდ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ყველას წინააღმდეგ - ბიულეტენის გაფუჭებით“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის სექტემბერში მიხეილ ხოდორკოვსკიმ დაიწყო პროექტი „პუტინის ნაცვლად“, რომლის ფარგლებშიც ინტერნეტში ხმის მიცემის საშუალებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის შერჩევა ხდებოდა. ხოდორკოვსკიმ პირობა დადო, რომ ნებისმიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს დაუჭერდა.

ხმის მიცემის გამარჯვებული კრემლის მთავარი მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი გახდა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 2016 წლის დეკემბერში გააჟღერა. უკვე ცნობილია, რომ ნავალნის რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრის უფლებას არ მისცემენ. საარჩევნო ადმინისტრაციამ მიზეზად ნავალნის ნასამართლეობა დაასახელა.  რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა და ნავალნის მხარდამჭერმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში და ამომრჩეველს „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემის საშუალება მისცეს.

თავად მიხეილ ხოდორკოვსკი უკვე ოთხი წელია რუსეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, მანამდე ის 10 წელი რუსეთის ციხეში თაღლითობისა და გადასახადების დამალვის გამო იჯდა ვიდრე 2013 წელს პრეზიდენტმა პუტინმა არ შეიწყალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]