weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საფრანგეთში ბავშვს „ჯიჰადი“ დაარქვეს - საქმეს სასამართლო განიხილავს

16:03 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

საფრანგეთის სასამართლო ბავშვისთვის „ჯიჰადის“ დარქმევის საქმეს განიხილავს. ქალაქ ტულუზაში მცხოვრებმა წყვილმა 2 აგვისტოს დაბადებულ ბიჭს სახელად „ჯიჰადი“ დაარქვა, თუმცა მის რეგისტრაციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა და პროკურატურას მიმართა.

საფრანგეთის კანონმდებლობით, მშობლებს უფლება აქვთ თავიანთ შვილს ნებისმიერი სახელი დაარქვან თუ ის ბავშვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ტულუზის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ „ჯიჰადის“ შემთხვევაში კანონი ირღვევა, რადგან მომავალში სახელმა ბავშვს შესაძლოა ბევრი პრობლემა შეუქმნას.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, აქამდე „ჯიჰადის“ დარქმევა საფრანგეთში დაბადებული ბავშვებისთვის ნებადართული იყო და საქმე სასამართლო განხილვამდე არასდროს მისულა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საფრანგეთის სასამართლომ მშობლებს ნება არ მისცა, შვილისთვის სახელად შოკოლადის კრემის სახელი „ნუტელა“ დაერქმიათ, რადგან მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამით ბავშვი დაცინვის ობიექტი გახდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გოგონას „ნუტელას“ ნაცვლად „ელა“ დაარქვეს.

არაბული წარმოშობის სიტყვა „ჯიჰადი“ სწრაფვას და ბრძოლას ნიშნავს. ამ ტერნით აღინიშნება „წმინდა ომი“, რომელსაც მუსლიმები ისლამის გასავრცელებლად აწარმოებენ. ტერმინი „ჯიჰადისტები“ კი გამოიყენება ისლმისტი მებრძოლების, მათ შორის, კარგად ცნობილი ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიმართ.

2015 წლის შემდეგ, საფრანგეთში ისლამისტი მებრძოლების მიერ განხორციელებული ტერქატების შედეგად, 230 ადამიანია დაღუპული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]