weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

17:53 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. დამოუკიდებლობას ხმა 70-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ მისცა, ორმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მადრიდი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ რეგიონში კანონიერება მალე აღდგება. მან ესპანეთის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლიდან დამოუკიდებლობას 90% მიემხრო, თუმცა კენჭისყრაში ამომრჩეველთა მხოლოდ 43% მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]