weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

13:38 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, სერ მაიკლ ფელონი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა. ფელონის განცხადებით, მის მიერ წარსულში ჩადენილი საქციელი არ შეესაბამებოდა სამხედროებს შორის მიღებულ სტანდარტებს და ამ მიზეზით თანამდებობა დატოვა. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 15 წლის წინ ჟურნალისტებთან სადილის დროს მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ხელი მუხლზე დაადო.

ბრიტანეთის პარლამენტში ფართოდ განიხილება სექსუალური შევიწროების საკითხი. ჟურნალისტემა კონსერვატიული პარტის იმ წევრების სია გამოაქვეყნეს, რომელთა შესახებაც ბოლო 5 წელში სექსუალური შევიწროების ბრალდებები ისმოდა.

„ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებიდან ბევრი სიმართლე არ არის, მაგრამ ვაღიარებ, რომ წარსულში ჩემი საქციელი არ შეესაბამებოდა იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში გვაქვს და რომელთა წარმოდგენის პატივიც მე მაქვს“, - განაცხადა ახლა უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

მაიკლ ფელონის გადადგომას გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც. „სანდეი ექსპრესის“ ყოფილმა რედაქტორმა ჯულია ჰარტლი-ბრიუსერმა განაცხადა, რომ 2002 წელს მომხდარი ეს ინციდენტი სამსახურიდან წასვლის ყველაზე აბსურდული მიზეზია და იმედი აქვს, რომ მინისტრის გადადგომის რეალური საფუძველი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]