weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რადიო თავისუფლება და "ამერიკის ხმა" რუსეთში შესაძლოა უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადონ

03:00 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახური, "ამერიკის ხმა" და ტელეარხი "ნასტოიაშჩეე ვრემია" გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათ საქმიანობა შეეზღუდოთ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც დაშვებულია უცხოეთში რეგისტრირებული ან უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების "უცხო ქვეყნის აგენტებად" გამოცხადება.

როგორც რუსეთის დუმის დეპუტატებმა განაცხადეს, ამ ჩამონათვალში შესაძლოა "დოიჩე ველე" და "სი ენ ენ"-იც აღმოჩნდნენ. შეზღუდვები ასევე შეეხებათ რადიო თავისუფლების იმ რედაქციებს, რომლებიც კავკასიასა და თათრეთის რესპუბლიკაში მუშაობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათთვის გაგზავნილ წერილში იუსტიციის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რა ზომების მიღებაა მოსალოდნელი დუმის გადაწყვეტილების შემდეგ. დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ ახალი კანონმდებლობა ხელს არ შეუშლის რუსეთში უცხოეთის მედიასაშუალებების მუშაობას.

კანონპროექტი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული ტელეარხი "რაშა თუდეი" უცხოელ აგენტად დაარეგისტრირეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, კანონპროექტი "სიმეტრიული პასუხია" იმ ზეწოლაზე, რომელსაც, მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუს ჟურნალისტებზე  ახორციელებს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სათათბიროს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის მოქმედების შესაბამის საპასუხო ზომად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]