weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რუსეთში ავიაკატასტროფას, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 4 წლის გოგონა გადაურჩა

16:36 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი წლის გოგო გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელმაც თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმფრინავი 15 ნოემბერს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ხაბაროვსკის მხარეში ჩამოვარდა.

ბავშვს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ შპორტის განცხადებით, გოგონას მშობლები არ იმყოფებოდნენ თვითმფრინავში. ბავშვი ბებიასთან მიფრინავდა მასწავლებლის თანხლებით. ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავმა ავარია ქალაქ ნელკანის მახლობლად მდებარე მომცრო აეროპორტზე დაშვებისას განიცადა. ნელკანი რეგიონის დედაქალაქ ხაბაროვსკის ჩრდილოეთით, 1000-მდე კილომეტრში მდებარეობს.

დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა გახდა ჩეხური წარმოების ორძრავიანი თვითმფრინავის, L-410 „ტურბოლეტის“ ავარიის მიზეზი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]