weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„მის მსოფლიოს“ კონკურსში 20 წლის ინდოელმა გაიმარჯვა

13:47 კვირა, 19 ნოემბერი 2017

ჩინეთის ქალაქ სანიაში 2017 წლის „მის მსოფლიოს“ კონკურსის ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულად ინდოეთის წარმომადგენელი, 20 წლის მანუში ჩილარი დაასახელეს. სილამაზის კონკურსის პირველ ხუთეულში ინდოეთის გარდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კენიისა და მექსიკის წარმომადგენლები მოხვდნენ.

2017 წლის „მის მსოფლოს“ კონკურსში 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მონაწილეობდა.

ინდოეთის წარმომადგენელმა ეს ტიტული 17 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. ბოლოს „მის მსოფლიო“ 2000 წელს პრიანკა ჩოპრა გახდა. მანამდე კი ინდოეთმა 1999, 1997, 1994 და 1966 წლებში გაიმარჯვა.

„მის მსოფლიოს“ კონკურსი 1951 წლიდან ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]