weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

11:44 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ყველაზე ცნობილი ამერიკელი კრიმინალი, სექტა „ოჯახის“ დამაარსებელი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდის ჰოსპიტალში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ჩარლზ მენსონს, რომელიც 1969 წელს მომხდარი სასტიკი მასიური მკვლელობების ორგანიზებისთვის დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, არაერთხელ უთხრეს უარი შეწყალებაზე. იგი სასჯელს კორკორანის ციხეში იხდიდა.

ჩარლზ მენსონი 1960-იან წლებში ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა უდიდესი კეთილშობილებაა და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს. მას, როგორც კულტის ლიდერს, სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. მისი შთაგონებით „ოჯახის“ წევრებმა 1969 წელს კალიფორნიაში სასტიკად მოკლეს 7 ადამიანი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე, ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი, რომელიც იმ დროს 9 თვის ფეხმძიმე იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]