weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლ მაკკარტნის ყოფილი „ასტონ მარტინი“ ლონდონის აუქციონზე გაიყიდება

12:47 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, სერ პოლ მაკკარტნის ერთ დროს კუთვნილ „ასტონ მარტინის“ ყველაზე ცნობილ მოდელს, 1964 წელს გამოშვებული DB5-ს, რომელსაც პოპულარულობა ჯეიმს ბონდზე შექმნილმა კინოსერიებმაც მოუტანა, 2 დეკემბერს ლონდონის აუქციონზე გაყიდიან.

აღნიშნული ავტომობილი პოლ მაკკარტნიმ მას შემდეგ შეიძინა, რაც ლეგენდარული ჯგუფი The Beatles ედ სალივენის შოუში ფილმის A Hard Day’s Night გადაღების დასრულების აღსანიშნავად გამოჩნდა.

მუსიკოსმა ავტომობილისთვის ბორბლების ქრომირებული დისკები, უკანა ამორტიზატორები (Armstrong Selectaride), რადიო (Motorola) და ვინილის დისკების მოსასმენი (Philips Auto-Magnon) შეუკვეთა. ძარა ლურჯი ფერისაა, სალონი კი შავი ტყავით იყო გაწყობილი და ნოტების გამოსახულებით იყო მოქარგული. ინტერიერი, რა თქმა უნდა, უკვე შეიცვალა, მაგრამ ორიგინალი შენარჩუნებულია და ავტომობილთან ერთად იყიდება.

The Beatles-ის წევრი „ასტონ მარტინს“ ექვსი წელი ფლობდა და მისი მოჭიდება 40 000 მილის გავლით „შეარყია“. შემდგომ წლებში ავტომობილის მფლობელი რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 2002 წელს მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და გადაღებეს. მეორე რესტავრაციის დროს, რომელიც 2012 წელს დაიწყო, ძარა ვერცხლისფრად შეღებეს, სალონი კი წითელი ტყავით გააწყვეს. ავტომობილზე წლევანდელი სამუშაოები უკვე დასრულდა. სპეციალისტები ძრავასაც შეეხენ: მოცულობა 4.0-დან 4.2 ლიტრამდე გაიზარდა, ისევე, როგორც შეკუმშვის ხარისხიც. შედეგად საშტატო 282 ცხენისძალის ნაცვლად, DB5-ის ძრავა 315 ცხენისძალას ანვითარებს.

ვაჭრობა 2 დეკემბერს ლონდონში, Bond Street-ის აუქციონზე მოეწყობა. პროგნოზების მიხედვით, ლოტი 1.6-დან 2 მილიონ დოლარამდე ეღირება. ეს 500 000 დოლარზე გაცილებით მეტია, რა ფასადაც აღნიშნული ავტომობილი 2012 წელს გაიყიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]