weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

15:02 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 28 ნოემბერს მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც სამიზნეების განადგურება აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე შეუძლია. ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილ ყველაზე მძლავრ რაკეტა „ხვასონ 15“-ს ბირთვული იერიშის განხორციელება შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან 28 ნოემბერს ნასროლი რაკეტა იაპონიის აომორის პრეფექტურის სანაპიროდან 210 კილომეტრში, იაპონიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე რაკეტამ ათასამდე კილომეტრი დაფარა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 28 ნოემბერს ნასროლი რაკეტა მანამდე გამოცდილ რაკეტებზე უფრო მაღლა აფრინდა. მატისის თქმით, ფხენიანი ქმნის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.

ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გამოცდის ფაქტი მატისმა აცნობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, სატელეფონო საუბრები გამართა სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებთან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]