weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ავღანეთის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ქალებს ბოდიში მოუხადა

13:21 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანი აჰმადზაიმ ქალებს მოდიში მოუხადა ტრადიციულ თავსაბურავთან დაკავშირებული განცხადების გამო, რომელიც სექსისტურად შეაფასეს. ბრალდებას, რომ მისი მთავრობის ზოგიერთი წევრი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა - ხალხმა ამის მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს ან ჩადრი დაიფაროს.

„ბი ბი სის“ ცნობით, კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტის სასახლემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშრაფ ღანი აჰმადზაი ქალთა უფლებების ერთგული დამცველია და პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული ქალთა გაძლიერებისთვის.

„ჩადრის დაფარება გავრცელებული გამოთქმაა, რომლის მიზანი არ არის ქვეყანაში ქალების ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის შეურაცხყოფა“, - განაცხადეს პრეზიდენტის სასახლეში.

აშრაფ ღანი აჰმადზაი ავღანეთის პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. მან თავის მთავარ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა. მანამდე ღანი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო, მეცნიერად მუშაობდა აშშ-ში და თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკთან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]