weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში უპარტიო კანდიდატი იქნება

15:37 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის. 14 დეკემბერს, მოსკოვში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, ვისი კანდიდატი იქნება, პუტინმა მოკლედ უპასუხა, რომ ეს თვითწარდგენა იქნება.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას პრაქტიკულად მზად აქვს საარჩევნო პროგრამა, რომლის უმთავრესი საკითხებია: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და მოქალაქეთა შემოსავლების გაზრდა.

შეკითხვაზე, მოსაწყენი ხომ არაა არჩევნებში რეალური კონკურენციის გარეშე მონაწილეობა, პუტინმა უპასუხა, რომ კონკურენტებს თავად ვერ აღზრდიდა, თუმცა პოლიტიკური გარემო კონკურენტული უნდა იყოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]