weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აშშ თურქეთის მხარდაჭერას ვერ იყიდის – ერდოღანი

17:30 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აშშ თურქეთის მხარდაჭერას ვერ იყიდის.

„ბატონო ტრამპ, ვერ იყიდით თურქეთის დემოკრატიულ ნებას თქვენი დოლარებით. იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ შეერთებული შტატები ვერ მიიღებს იმ შედეგს, რასაც გაერო-ში მოელის და რომ მსოფლიო კარგ გაკვეთილს ჩაუტარებს მას“, – განაცხადა ერდოღანმა.

დღეს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური სამბლეის რიგგარეშე სესია ჩატარდება, სადაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის სამუშაო ვერსიას უნდა უყარონ კენჭი. რეზოლუცია ეწინაღმდეგება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვს. 20 დეკემბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეზოლუციას მისცემენ ხმას და შესაბამისად, აშშ-ის წინააღმდეგ წავლენ, დაფინანსებას შეუწყვეტს.

„ისინი [ქვეყნები] ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

თურქეთი და მუსლიმური სახელმწიფოები იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქდ არ ცნობენ. 13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტზე 57-მა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]