weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირანში „დრესკოდის“ დარღვევის გამო პოლიცია ქალებს აღარ დააკავებს

12:30 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

ირანის დედაქალაქ თეირანში ზნეობის პოლიცია ქალებს ჩაცმის წესების დარღვევის გამო აღარ დააკავებს. უცხოური მედიის ინფომაციით, ქალებს, რომლებიც ისლამურ „დრესკოდს“ არ დაიცავენ, საკონსულტაციო ცენტრებში, პოლიციელების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრება მოუწევთ.

„მათ, ვინც არ იცავენ ისლამურ დრესკოდს, აღარ გადაიყვანენ დაკავების ცენტრებში და არც სასამრთლო განიხილავს მათ წინააღმდეგ საქმეებს“, - განაცხადა თეირანის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ჰოსეინ რაჰიმიმ.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, ჩაცმულობაზე დაწესებული შეზღუდვები თეირანის გარეთ შენარჩუნდება.

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანში ქალებს კონსერვატიულად ჩაცმა მოეთხოვებათ. არსებული წესების მიხედვით, ქალებმა თმა სრულად უნდა დაიფარონ და ფართო, გრძელი ტანსაცმელი ეცვათ. ზნეობის პოლიცია იმ მამაკაცებსაც აჩერებს, ვისაც ე.წ. შორტები აცვიათ ან უპერანგოდ დადიან. პრეზიდენტ ჰასან რუჰანის გაცხადებული აქვს, რომ რელიგიური კანონების გატარება პოლიციის საქმე არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]