weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

აიათოლა ხამენეი ანტისამთავრობო პროტესტის ორგანიზებაში ქვეყნის „მტრებს“ ადანაშაულებს

19:24 სამშაბათი, 02 იანვარი 2018

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ „ისლამური რესპუბლიკის მტრები“ დაადანაშაულა მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.

„ბოლო დღეებში ირანის მტრები გაერთიანდნენ და გამოიყენეს სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის ფული, იარაღი, პოლიტიკა და სადაზვერვო სამსახურები ისლამურ რესპუბლიკაში პრობლემების შესაქმნელად“, - ნათქვამია ხამენეის განცხადებაში, სადაც დაკონკრეტებული არ არის თუ ვინ იგულისხმებიან „მტრებში“.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს, ფასების ზრდის გაპროტესტებით დაიწყო, 30 დეკემბერს კი პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. ხალხი ეკონომიკურ სიდუხჭირესა და პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებს. თეირანში, სადაც სულ მცირე 450 ადამიანია დაკავებული, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციები იმართება ათობით ქალაქში. ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქალაქ ყადერიჯანში დემონსტრანტები თავს ესხმიან პოლიციის განყოფილებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილებს შორის სამართალდამცავებიც არიან.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, პროტესტს გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ კრიტიკა და პროტესტი შესაძლებლობაა და არა საფრთხე. მისივე თქმით, ხალხს აქვს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის უფლება, თუმცა ხელისუფლება არ იქნება ტოლერანტული მათ მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს. როუჰანის მიერ მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კორუფციასთან და ცხოვრების დონესთან დაკავშირებით ხალხის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]