weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამხრეთ კორეა ჩრდილოელ მეზობელს ოლიმპიადის გახსნაზე ერთად გამოსვლას სთავაზობს

12:17 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

ზამთრის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისთვის ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში სპორტსმენებს, გულშემატკივართა ჯგუფსა და მაღალჩინოსანთა დელეგაციას გააგზავნის. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლების სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

ორი დაპირისპირებული ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველ პირდაპირ მოლაპარაკებას საზღვრის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელ პჰანმუნჯომში მართავენ.

სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კორეის გაერთიანების მინისტრმა მიონ-გიუნ ჩჰომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სეულმა ფხენიანს შესთავაზა, მათი ოლიმპიური დელეგაციები ერთად გავიდნენ სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში გასამართ ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.

მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ასევე სთავაზობს ომის შედეგად განცალკევებული ოჯახების გაერთიანებას, თავდაცვის სამინისტროებს შორის დიალოგის განახლებასა და კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამომწვევი მოქმედებების შეწყვეტას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]