weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჯეფ ბეზოსი იმიგრანტი სტუდენტების სწავლას 33 მილიონი დოლარით დააფინანსებს

15:06 შაბათი, 13 იანვარი 2018

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი 33 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ახალგაზრდა იმიგრანტების კოლეჯში სწავლის დასაფინანსებლად. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბეზოსმა მამა გაიხსენა, რომელიც კუბადან აშშ-ში 16 წლის ასაკში მარტო ჩავიდა და ინგლისური ენა არ იცოდა.

„დიდი სიმტკიცით, შეუპოვრობით და ზოგიერთი შესანიშნავი ორგანიზაციის დახმარებით მამაჩემი გამორჩეული მოქალაქე გახდა. ის მადლობას უხდის ქვეყანას, რომელმაც ამდენი რამ მისცა. მე და ჩემი მეუღლისთვის პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ დღევანდელ „მეოცნებეებს“ მათი სწავლის დაფინანსებით“, - განაცხადა ბეზოსმა.

33 მილიონ დოლარს ის არაკომერციულ ორგანიზაცია TheDream („ოცნება) ჩაურიცხავს, რომელსაც აშშ-ში ყველაზე დიდი სასტიპენდიო პროგრამა აქვს „მეოცნებეებისთვის“. ორგანიზაცია 70-ზე მეტს კოლეჯთან თანამშრომლობს და ფინანსურად ეხმარება იმ იმიგრანტებს („მეოცნებეებს“), რომლებიც ბავშვობაში არალეგალურად მოხვდნენ და იმყოფებიან აშშ-ში.

კომპანია „ამაზონი“ ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააფუძნა. ჟურნალმა „ფორბსმა“ ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 103 ბილიარდი დოლარია, 2018 წლის იანვარში დედამიწის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]