weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გერმანიის პროკურატურამ 96 წლის „ოსვენციმის ბუღალტერს“ შეწყალებაზე უარი უთხრა

23:24 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

გერმანიის პროკურატურამ „სს“-ს ყოფილ ოფიცერს, 96 წლის ოსკარ გრენინგს, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ბუღალტრად მუშაობდა, შეწყალებაზე უარი უთხრა. 2015 წელს, სასამართლომ ოსკარ გრენინგი დამნაშავედ ცნო მეორე მსოფლიო ომის დროს 300 000 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში და 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

გრენინგი ქალაქ ოსვენციმში, რომელსაც გერმანელებმა აუშვიცი დაარქვეს, 1942-1944 წლებში მსახურობდა და საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანილი ტყვეებისათვის ჩამორთმეულ ფულს და ძვირფასეულობას ბერლინში გასაგზავნად აგროვებდა. 2014 წელს, სასამართლო სხდომაზე „ოსვენციმის ბუღალტერმა“ განაცხადა, რომ ტყვეების ხოცვასთან კავშირი არ ჰქონდა და ამ დანაშაულის გამო მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

2017 წლის ბოლოს ოსკარ გრენინგმა 4-წლიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა გერმანიის უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ მიიღო. შეწყალება კი მისი გათავისუფლების ერთადერთი საშუალება იყო.

ოსვენციმის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელმაც 1945 წლამდე იარსება. ბანაკი 1945 წლის 27 იანვარს საბჭოურმა ჯარებმა გაათავისუფლეს. ეს დღე გაერომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]