weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ნორვეგიაში ახალდაბადებულ გოგონას ცნობილი სიმღერის სახელი დაარქვეს

11:25 შაბათი, 20 იანვარი 2018

ერთ-ერთ ნორვეგიულ ოჯახში ახალდაბადებულ გოგონას სახელად YNWA დაარქვეს, რომელიც ცნობილი სიმღერის “You'll Never Walk Alone“, აბრევიატურას წარმოადგენს.

გოგონას მამა კენტ სოლჰეიმი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ დიდი გულშემატკივარია და შვილს „ლივერპულის“ ჰიმნად მიჩნეული სიმღერის დასახელება კლუბის საპატივსაცემოდ უწოდა.

დედ-მამის თქმით, დედას სურდა, რომ ქალიშვილისთვის სხვა სახელი დაერქმია, თუმცა მამამ თავისი გაიტანა და ამიერიდან მის შვილს „ლივერპულის“ ფანების საყვარელი სიმღერის აბრევიატურა ერქმევა.

„ჩემ მეუღლეს ძალიან მოსწონს სახელი „უნა“, თუმცა მე ის დავარწმუნე, რომ სახელში კიდევ ერთი ასო-ბგერა დაგვემატებინა და ისიც დამთანხმდა“, - ამბობს მერსისადიული კლუბის ნორვეგიელი ქომაგი.

“You’ll Never Walk Alone” 1945 წელს დაიწერა და მას უამრავი შემსრულებელი ჰყავდა, მათ შორის - არეტა ფრანკლინი, მარიო ლანცა, ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, ბარი მანილოუ, მაჰალია ჯექსონი, ტომ ჯოუნსი და სხვა. ხსენებული სიმღერა „ლივერპულის“ ქომაგების მიერ სტადიონის ტრიბუნებზე ყოველი მატჩის წინ სრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]